შინაარსზე გადასვლა

მითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Image ტერმინს „მითი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მითი (მრავალმნიშვნელოვანი).
Image
თესევსი კლავს მინოტავრს

მითი (ბერძ. mythos – თქმულება, გადმოცემა) — უძველესი კოლექტიური, ფანტასტიკური, ხალხური თქმულება ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის წარმოშობის, ბუნების ძალთა, ღმერთების და გმირების მოქმედების შესახებ. რაც ხასიათდება კონკრეტული პერსონიფიკაციითა და გასულიერებით. მითში მხატვრულადაა წარმოდგენილი ადამიანის პრიმიტიული წარმოდგენები სამყაროზე, ბუნების საიდუმლოების აუხსნელობით გამოწვეული შიშისა და უძლურების გრძნობა (მითი არგონავტებზე, ამირანის შესახებ და ა.შ.).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მითი&oldid=4441886“-დან