შინაარსზე გადასვლა

Smirnoff

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Smirnoff
Image
ტიპი არაყი
მწარმოებელი დიაგეო
წარმოშობის ქვეყანა რუსეთი
ჩამოსხმა დაიწყო 1860-იანი წლები
ალკოჰოლის შემცველობა 35% – 50%
Proof (აშშ) 70 – 100
ვებ-გვერდი https://www.smirnoff.com

Smirnoff — არაყის ბრენდი, რომელიც ეკუთვნის და იწარმოება ბრიტანული კომპანიის დიაგეოს მიერ. Smirnoff-ის ბრენდის ისტორია იწყება მოსკოვში პიოტრ არსენიევიჩ სმირნოვის (1831–1898) მიერ დაარსებული არაყის დისტილერიით, თუმცა მისი თანამედროვე სახე 1930-იანი წლებიდან იღებს სათავეს, ამერიკული ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორის Heublein-ის მეშვეობით.[1] ბრენდი გავრცელებულია 130 ქვეყანაში,[1] და სხვადასხვა ბაზრის მიხედვით იწარმოება სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ამჟამად არ იწარმოება არც რუსეთში და არც აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

Smirnoff-ის პროდუქცია მოიცავს არაყს, არომატიზებულ არაყს და ალაოზე დამზადებულ სასმელებს. 2014 წელს Smirnoff იყო მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი არაყის ბრენდი.[2]

არაყი არაა დაძველებული და მზადდება ტრადიციული ფილტრაციის მეთოდით, რომელიც შექმნა პ. ა. სმირნოვმა. რეცეპტი №21 შექმნა სმირნოვის შვილმა, ვლადიმირმა, რომელიც რუსეთიდან გაიქცა ოქტომბრის რევოლუციის დროს.[3][4]

  1. 1 2 Himelstein, Linda (2010). The King of Vodka: The Story of Pyotr Smirnov and the Upheaval of an Empire. HarperCollins. ISBN 978-0-06-085591-8. 
  2. ↑ Top 10 best-selling vodka brands en-US (23 June 2015). ციტირების თარიღი: 30 May 2017
  3. ↑ Russia's Vodka Is Getting Banned. If Only We Drank It. | Barron's. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-03. ციტირების თარიღი: 2024-12-26
  4. ↑ Slater, Jack. (12 March 2022) Is Smirnoff from Russia? Which vodkas are Russian as sales ban comes in. ციტირების თარიღი: 2024-08-26
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Smirnoff&oldid=5136939“-დან