შინაარსზე გადასვლა

ესპერანტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესპერანტო
Esperanto
გავრცელებულია 115-მდე ქვეყანაში
მოლაპარაკეთა რაოდენობა 200-1000(1996 წელი) მშობლიური, 10,000-დან 2 მლნ.-მდე მოლაპარაკე.
ოფიციალური სტატუსი -
ლინგვისტური კლასიფიკაცია კონსტრუქტიული ენა რომანული, გერმანული და სლავური ენების ბაზაზე
დამწერლობის სისტემა ლათინური დამწერლობა
ენის კოდები iso1=eo

iso2=epo
iso3=epo

Image
ესპერანტოს დროშა

ესპერანტო (esperanto-მოიმედე < ფრანგ. esperer) — ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენა, რომელიც შექმნა თვალის ექიმმა და პოლიგლოტმა ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა. მანვე შეადგინა ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელო გამოვიდა ვარშავაში 1887 წელს. მისი ფსევდონიმი იყო ესპერანტო. ენის ლექსიკა დაკოპლექტებულია მეტადრე რომანული (~60%), გერმანიკული (~30%) და სლავური ენების სიტყვათა ძირებიდან. სიტყვების ძირებზე აფიქსების დართვით იწარმოება ახალი სიტყვები. გრამატიკა მარტივია-შედგება სულ 16 წესისგან; ამის გამო მისი შესწავლა მარტივია. ესპერანტოზე თარგმნილია უამრავი მხატვრული ნაწარმოები. არსებობს ორიგინალი ლიტერატურაც.

ესპერანტო შექმნა 1870-იანი წლების ბოლოს და 1880-იანი წლების დასაწყისში ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა — ებრაელმა ოფთალმოლოგმა. რამდენიმე სამუშაო ვარიანტის შემდეგ მან 1887 წლის 26 ივლისს საკუთარი ხარჯებით გამოსცა ესპერანტოს გრამატიკის პირველი წიგნი („Unua Libro“). ეს მან გააკეთა ფსევდონიმით „დოქტორო ესპერანტო“ და ენას უწოდა „საერთაშორისო ენა“. ადრეულმა მოსაუბრეებმა ტერმინ „ესპერანტოს“ ენის სახელწოდებად გამოყენება დაიწყეს.[1]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგაში ირანის დელეგაციამ შემოიტანა წინადადება, რომ ეს ენა საერთაშორისო ურთიერთობებში გამოსაყენებლად მიეღოთ.[2] ათმა დელეგატმა მოიწონა ეს წინადადება და მხოლოდ საფრანგეთის დელეგატი, გაბრიელ ანოტო, შეეწინააღმდეგა ამ იდეას. ის ეწინააღმდეგებოდა ესპერანტოს ნებისმიერ ცნობას პირველივე რეზოლუციიდან, 1920 წლის 18 დეკემბრიდან, და შემდგომაც — მომდევნო სამი წლის განმავლობაში.[3] ორი წლის შემდეგ ერთა ლიგამ თავის წევრ სახელმწიფოებს ურჩია, ესპერანტო შეეტანათ თავიანთ საგანმანათლებლო პროგრამებში. საფრანგეთის მთავრობამ საპასუხოდ საფრანგეთის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ესპერანტოს სწავლება მთლიანად აკრძალა.[4][5]

კვლევები ესპერანტოზე 10,000–დან 2 მილიონამდე აქტიურ ან ძალიან კარგად მცოდნე მოლაპარაკეს ითვლის. ის ფაქტი, რომ ესპერანტო არის მშობლიური ენა ზოგთათვის, აიხსნება იმით, რომ მათ ისწავლეს მათი მშობლებისგან ის, როგორც ერთ–ერთი მშობლიური ენა. 115–მდე ქვეყანაში ლაპარაკობენ ესპერანტოზე. განსაკუთრებული გამოყენება აქვს ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ესპერანტოს ფონოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფონემური ინვენტარი სლავურია. ანბანი ეფუძნება ლათინურ გრაფიკას. შედგება 28 ასოსაგან. ასოები იკითხება ისევე როგორც იწერება.

ესპერანტოში არის 23 თანხმოვანი, 5 ხმოვანი და 2 ნახევრადხმოვანი, ხოლო ეს ასოები ადგენენ 6 დიფთონგს. ტონი არ საზღვრავს სიტყვის მნიშვნელობას. აქცენტი ყოველთვის არის ბოლოს წინა ხმოვანზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბოლო o ხმოვნის ელიზია არ მოხდა (რაც მეტადრე პოეზიაში ხდება). მაგალითად, familio–ში (ოჯახი) აქცენტი მეორე i-ზე არის (famili’o) და o ასოს გარეშეც, აქცენტი მეორე ხმოვანზე რჩება (famili’).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Schor, Esther (4 October 2016) Bridge of Words: Esperanto and the Dream of a Universal Language (en). Henry Holt and Company, გვ. 70. ISBN 978-1-4299-4341-3. 
  2. ↑ New EAI pages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2015. ციტირების თარიღი: 24 February 2018
  3. ↑ Dumas, John. (19 December 2014) Imp of the Diverse: A Dark Day for Esperanto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 May 2020. ციტირების თარიღი: 15 September 2019
  4. ↑ Dumas, John. (16 July 2014) Imp of the Diverse: The French Say "Non" to Esperanto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 May 2020. ციტირების თარიღი: 15 September 2019
  5. ↑ Dumas, John. (10 September 2014) Imp of the Diverse: The Danger of Esperanto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 May 2020. ციტირების თარიღი: 15 September 2019