შინაარსზე გადასვლა

ბერლინის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერლინის მეტროპოლიტენი
Image
ინფორმაცია
ქვეყანადროშა: გერმანია გერმანია
ქალაქიImageბერლინი
გახსნის თარიღი1902 წ.
ხაზის სიგრძე155.4 კმ.
სადგურთა რაოდენობა175
ხაზთა რაოდენობა9
მგზავრები დღეში1,515,342 მლნ. (2017 წ.)
მგზავრები წელიწადში553.1 მლნ. (2017 წ.)
ხაზების სქემა
Image
Image
U1-ის მატარებლის ხიდი ობერბაუმბრიუკეს ხიდზე

ბერლინის მეტროპოლიტენი (გერმ. U-Bahn Berlin) — ქალაქის ელექტრომატარებლების ქსელიანად გერმანიის დედაქალაქის ტრანსპორტის საფუძველს შეადგენს. გერმანიაში უძველესი ბერლინის მეტრო 1902 წელს გაიხსნა. ბერლინის მეტროს დაპროექტებაში აქტიური მონაწილეობა ვერნერ ფონ სიმენსმა მიიღო. დღეისათვის ბერლინის მეტროში 175 სადგური და 9 ხაზია 155.4 კმ საერთო სიგრძით. ლიანდაგების 80 %მდე მიწისქვეშ არის. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 2017 წელს 553.1 მილიონი შეადგინა.

ბერლინის მეტროპოლიტენის მშენებლობის ისტორიაში შეიძლება სამი ეტაპი გამოვყოთ:

  • 1910 წლამდე — Kleinprofil-ის ქსელის მშენებლობა (ვიწროპროფილიანი) ბერლინში, შარლოტენბურგში, შიონებერგსა და ვილმერსდორფში.
  • 1930 წლამდე — Großprofil-ის ქსელის მშენებლობის დაწყება (ფართოპროფილიანი), რომელიც ბერლინის სამხრეთიდან ჩრდილოეთით მიმართული პირველი ხაზების საწყისად მიიჩნევა.
  • 1953 წლიდან — შემდგომი განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ხაზი მიმართულება გაშვების თარიღი სიგრძე სადგურები
U1Uhlandstraßeვარშაუერ შტრასე1902-დან 1926-მდე8,81 კმ13
U2PankowRuhleben1902-დან 2000-მდე20,39 კმ29
U3NollendorfplatzKrumme Lanke1913-დან 1929-მდე12,10 კმ15
U4ნოლენდორფპლაციინსბრუკერ პლაცი19102,86 კმ5
U5ალექსანდერპლაციHönow1930-დან 1989-მდე18,35 კმ20
U6Alt-TegelAlt-Mariendorf1923-დან 1966-მდე19,88 კმ29
U7რატჰაუს შპანდაურუდოფი1924-დან 1984-მდე31,76 კმ40
U8Wittenauჰერმანშტრასე1927-დან 1996-მდე18,04 კმ24
U9Rathaus Steglitzოსლოს ქუჩა1961-დან 1976-მდე12,52 კმ18

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]