ვარახიელ მთავარანგელოზი
იერსახე
| ვარახიელ მთავარანგელოზი | |
|---|---|
|
ვარაქიელ მთავარანგელოზი. ბართლომე რომანი, მე-17 საუკუნე | |
| ხსენების დღე | 8 ნოემბერი |
ვარახიელ მთავარანგელოზი ან ვარაქიელი[1] ან ბარაქიელი[2] (ებრ. ברכיאל [berkiel] — „მადლი ღვთისა“, ბერძ. Βαραχιήλ) — ქრისტიანულ რელიგიაში ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველი მთავარანგელოზი. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მთავარანგელოზი ვარაქიელი — orthodoxy.ge
- ↑ გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007. — გვ. 587, ISBN 978-99940-69-47-7.
| |||||||||||||