შინაარსზე გადასვლა

პუტჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პუტჩი (გერმ. Putsch) — მთავრობის უეცარი გადაგდება სამხედრო ძალით, როგორც წესი, განხორციელებული მცირე, შედარებით სუსტი გაერთიანებით, რომელიც მთავარ სახელმწიფო ფიგურებს ცვლის. პუტჩი, როგორც წესი, ძალადობრივი წესით ხდება, თუმცა შეიძლება შედარებით ადვილად უსისხლოდაც განხორციელდეს. ის განსხვავდებდა რევოლუციისგან, რომელიც უფრო ვრცელი ჯგუფის მიერ ხორციელდება და რადიკალურად ცვლის პოლიტიკურ სისტემას.

Image
გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი 18 ბრიუმერის გადატრიალების დროს სენ-კლოდში, ფრანსუა ბუშოს ნახატის დეტალი, 1840

გერმანული ტერმინი „პუტჩი“ პირველად გამოიყენებულ იქნა ციურიპუტჩის დროს 1839 წელს, მისი პირდაპირი გერმანული თარგმანია შთაათსშთრაიხი (Staatsstreich).

ტაქტიკურად პუტჩი მოიცავს ზოგიერთ აქტიურ სამხედრო ნაწილთა კონტროლის ჩაგდებას, ხოლო ქვეყნის დანარჩენი შეიარაღებული სამსახურების ნეიტრალიზებას. აქტიური ჯგუფი იპყრობს ან განდევნის ლიდერებს, ხელთ იგდებს მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებებზე, კომუნიკაციის საშუალებებზე და ინფრასტრუქტურაზე (მაგ. გზები, ელექტროსადგურები) ფიზიკურ კონტროლს.

პუტჩი ტიპურად არსებული მთავრობის ძალას იყენებს მისივე გადასაყენებლად. ედვარდ ლუტვაკის განმარტების თანახმად წიგნში „პუტჩი: პრაქტიკული სახელმძღვანელო“: „პუტჩი შედგება ინფილტრაციით სახელმწიფო აპარატის მცირე თუმცა კრიტიკული სეგმენტისა, რომელიც შემდგომში იცვლება მთავრობის დანარჩენი ნაწილის კონტროლს ქვეშ ასაყვანად“. ამ მნიშვნელობით, სამხედრო ან რაიმე სხვა ორგანიზებული ძალის გამოყენება პუტჩის გადამწყვეტი ნაწილი არ უნდა იყოს. ამგვარად, სახელმწიფო აპარატის ნებისმიერი არალეგალური ტაქტიკის სახით გადაყენება შეიძლება მოიაზროს როგორც პუტჩი, ლუტვაკის თანახმად.

მიმდინარე ლიდერები ვინც პუტჩით მოვიდნენ ხელისუფლებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წოდება სახელი პუტჩის თარიღი ქვეყანა
სულთანიკაბუს ბენ საიდი1970, 23 ივლისიომანის დროშა ომანი
პრეზიდენტითეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო1979, 3 აგვისტოეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
პრეზიდენტიბლეზ კომპაორე1987, 15 ოქტომბერიბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
პრეზიდენტიომარ ალ-ბაშირი1989, 30 ივნისისუდანის დროშა სუდანი
პრეზიდენტიიდრის დები1990, 2 დეკემბერიჩადის დროშა ჩადი
პრეზიდენტიიაჰია ჯამე1994, 22 ივლისიგამბიის დროშა გამბია
ამირიჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი1995, 27 ივნისიკატარის დროშა კატარი
პრეზიდენტიდენი სასუ-ნგესო1997, 25 ოქტომბერიკონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
პრეზიდენტიფრანსუა ბოზიზე2003, 15 მარტიცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
პრემიერ-მინისტრიფრენკ მბაინიმარამა2006, 5 დეკემბერიფიჯის დროშა ფიჯი
პრეზიდენტიმოჰამედ ულდ აბდელ აზიზი2008, 6 აგვისტომავრიტანიის დროშა მავრიტანია
პრეზიდენტიანდრი რაჯოელინა2009, 17 მარტიმადაგასკარის დროშა მადაგასკარი
პრეზიდენტიდიონკუნდა ტრაორე2012, 11 აპრილიმალის დროშა მალი
პრეზიდენტიმანუელ სერიფო ნამაჯო2012, 11 მაისიგვინეა-ბისაუს დროშა გვინეა-ბისაუ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]