ბალეარის კუნძულები
| ადმინისტრაციული ერთეული | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ბალეარის კუნძულები კატ. Illes Balears ესპ. Islas Baleares | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ადმ. ცენტრი | პალმა | ||||
| კოორდინატები | 39°30′00″ ჩ. გ. 3°00′00″ ა. გ. / 39.50000° ჩ. გ. 3.00000° ა. გ. | ||||
| ფართობი | 4991.66 კმ² | ||||
| მოსახლეობა | 1 221 403 (2024)[1] | ||||
| ოფიციალური საიტი | https://www.caib.es/ | ||||
|
| |||||

ბალეარის კუნძულები (კატ. Illes Balears, ესპ. Islas Baleares) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია 1983 წლიდან. შედგება 4 დიდი და რამდენიმე მცირე კუნძულისაგან (ფართობი კვ.კმ): მალიორკა (3.500), მენორკა (680), ივისა (572) და ფორმენტერა (115). ტურიზმი აქ ეკონომიკის საფუძველია. კუნძულებს ყოველწლიურად 4-5 მლნ უცხოელი სტუმრობს, ძირითადად ბრიტანელები, გერმანელები, სკანდინავიელები.
- ფართობი - 5 ათასი.
- მოსახლეობა – 700 ათასი.
- ადმინისტრაციული ცენტრი - პალმა-დე-მალიორკა.
- ენები – ესპანური, კატალონიური.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უძველეს დროში კართაგენელთა კოლონია იყო, შემდეგ რომაელების, არაბების. 1229-1235 – მალიორკა და ივისა არაგონმა დაიპყრო. 1287 – მინორკა დაიმორჩილა ალფონს III-მ და არაბები განდევნა. 1708 – მინორკა ინგლისელებმა დაიკავეს. 1756 – კუნძულები ფრანგებმა (ჰერცოგი რიშელიე) დაიკავეს. ლეგენდის თანახმად სწორედ ამ დროს შეიქმნა მაიონეზი, სოუსი პორტ-მაოს აღების დღეს შეიქმნა და სპეციალურ სოუსს მაონეზი უწოდეს. 1936-1939 – მალიორკა და ივისა ფრანკისტებს ემორჩილებოდა, მინორკა – რესპუბლიკელებს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთის ქედი მალიორკაზე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 3 (11th ed.). 1911.
| |||||||||||||
| |||||||