შინაარსზე გადასვლა

ლანთანოიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლანთანოიდები (ლათ. lanthanum„ლანთანი“ და ბერძ. εἶδος[eidos]— „სახე“, „სახეობა“), ლანთანიდები — 14 ქიმიური ელემენტისაგან შემდგარი ოჯახი (ატომური ნომერი Z 58÷71). ლანთანოიდები განლაგებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის მე-6 პერიოდისვ III ჯგუფის თანაურ ქვეჯგუფში.

ლანთანოიდებია:
ქიმიური ელემენტიLaCePrNdPmSmEuGdTbDyHoErTmYbLu
ატომური ნომერი 575859606162636465666768697071
სურათიImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImage
სიმკვრივე (გ/სმ3) 6.1626.7706.777.017.267.525.2447.908.238.5408.799.0669.326.909.841
დნობის ტემპერატურა (°C) 9207959351024104210728261312135614071461152915458241652
დუღილის ტემპერატურა (°C) 346434433520307430001794152932733230256727202868195011963402
ელექტრული კონფიგურაცია*5d14f15d14f34f44f54f64f74f75d14f94f104f114f124f134f144f145d1
ატომის რადიუსი 162181.8182.4181.4183.4180.4208.4180.4177.3178.1176.2176.1175.9193.3173.3

ლანთანოიდებს სკანდიუმთან, იტრიუმსა და ლანთანთან ერთად იშვიათ მიწათა ელემენტებს უწოდებენ.
ლანთანოიდები იყოფა ცერიუმისა (Z=58÷63) და იტრიუმის (Z=64÷71) ქვეჯგუფებად.

შესწავლის ისტორია და გავრცელება ბუნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისისათვის აღმოჩენილი იყო თითქმის ყველა ლანთანოიდი (გარდა პრომეთიუმისა), მაგრამ ბევრი მათგანი არ იყო შესწავლილი და გამოყოფილი სუფთა სახით. უკანასკნელი წლების მანძილზე შემუშავებული დაყოფის ეფექტიანი მეთოდები ლანთანოიდების ნაერთების ან თვით ლითონების სუფთა სახით მიღების საშუალებას იძლევა.
ლანთანთან ერთად ლანთანოიდების შემცველობა დედამიწის ქერქში მასის მიხედვით 1,78 • 10-2%-ია. ცნობილია ცერიუმის 33 და ლანთანის 9 მინერალი. დანარჩენი ლანთანოიდები, როგორც იზომორფული მინარევები, შედის სხვადასხვა მინერალის (განსაკუთრებით იშვიათ მიწათა) კრისტალურ გისოსში. ბუნებრივ წყლებსა და ორგანიზმებში ლანთანოიდები უმნიშვნელო რაოდენობითაა.

ლანთანოიდები მოვერცხლისფრო -თეთრი ფერის ლითონებია (ზოგიერთი ოდნავ მოყვითალოა). ცერიუმის ქვეჯგუფის ელემენტთა დნობის ტემპერატურა ინტრიუმის ქვეჯგუფის ელემენტებთან შედარებით დაბალია. მაღალი ლანთანოიდები პლასტიკური და ადვილად დეფორმირებადია. ყველა ლანთანოიდებს (გარდა ლუტეციუმისა) ახასიათებს პარამაგნეტიზმი (ოთახის ტემპერატურაზე მაღლა). ლანთანოიდებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე მაღალი ქიმიური აქტივობა. ლანთანოიდები გაცხელებისას რეაგირებს წყალბადთან, ნახშირბადთან, აზოტთან, ფოსფორთან, ნახშირწყალბადთან, ნახშირბადის ჟანგეულებთან. ლანთანოიდები შლის წყალს, იხსნება მარილის, გოგირდისა და აზოტის მჟავებში. ყველა ლანთანოიდისათვის დამახასიათებელი ვალენტობაა 3, ზოგიერთისათვის აგრეთვე 4 ან 2.
ლანთანისა და ლანთანოიდების ჟანგეულები ძნელლღობადია, მისი ჰიდროჟანგები ფუძე თვისებისაა. წყალში ხსნადია სამვალენტოვანი ლანთანოიდების ქლორიდები სულფიტები, ნიტრატები. წყალსა და განზავებულ მინერალურ მჟავებში მცირედ ხსნადია ლანთანოიდების ფთორიდები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები და ფეროციანიდები.

ლანთანოიდებს ღებულობენ ლითონთერმიითა და მათი ნაერთების ელექტროლიზით. პირველი მეთოდი ემყარება უწყლო ქლორიდებისა და ფთორიდების კალციუმით აღდგენას. ამ მეთოდით მიიღება ყველა ლანთანოიდი რამდენიმეს გამოკლებით. ლითონთეტმიით მიღებული ლითონები ელექტროლიზით მიღებულზე სუფთაა.

ლანთანოიდებს იყენებენ ფოლადის, თუჯის, მაგნიუმისა და ალუმინის შენადნობთა სტრუქტურის, მექანიკური თვისებების, კოროზიამედგრობისა და ცეცხლგამძლეობის გასაუმჯობესებლად; ელექტრონიკაში, გამოთვლით ტექნიკასა და ეაქტორებში. ლაზერებისათვის საჭირო მასალის დაამძადებლად. ლანთანოიდების ჟანგეულებს ხმარობენ მინისათვის განსაკუთრებული ფიზიკური თვისებებისა და ფერის მისაცემად, ფაიფურის მოჭიქვისა და მომინანქრებისათვის, მათ ნაერთებს საღებავებისა და ლაქების, ლუმინოფორების, კატალიზატორებისა და ფოტორეაგენტების დასამზადებლად, ხოლო ლანთანოიდების რადიოაქტიურ იზოტოპებს იყენებენ სამედიცინო დანადგარებში.