შინაარსზე გადასვლა

სტანდარტული დასახელებების საერთაშორისო იდენტიფიკატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტანდარტული დასახელებების საერთაშორისო იდენტიფიკატორი
Image
ISNI-ის მიერ გამოყენებული ლოგო
აკრონიმი ISNI
ორგანიზაცია ISNI-IA
შემოიღეს 15 მარტი, 2012; 14 წლის წინ (2012-03-15)
No. ციფრი 16
საკონტროლო ციფრი MOD 11-2
მაგალითი 000000012146438X
საიტი isni.org

სტანდარტული დასახელებების საერთაშორისო იდენტიფიკატორი (ინგლ. International Standard Name Identifier; ISNI) — იდენტიფიკატორის სისტემა, რომელიც მედია კონტენტის, როგორიცაა წიგნები, სატელევიზიო პროგრამები და გაზეთების სტატიები, საჯარო ავტორების და შემქმნელების უნიკალურ იდენტიფიცირებას ახდენს. ასეთი იდენტიფიკატორი შედგება 16 ციფრისგან. მისი ჩვენება შესაძლებელია ოთხ ბლოკად დაყოფის სახით.[1]

ISNI შეიძლება გამოიყენებოდეს დასახელებული ერთეულების გასარჩევად, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება არეული იყოს. ასევე იგი აკავშირებს მონაცემებს სახელების შესახებ, რომლებიც შეგროვდება და გამოიყენება მედია ინდუსტრიის ყველა სექტორში.

იდენტიფიკატორი შემუშავდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ეგიდით, როგორც საერთაშორისო სტანდარტის პროექტი 27729, ხოლო მოქმედი სტანდარტი გამოქვეყნდა 2012 წლის 15 მარტს. სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელია ISO-ს ტექნიკური კომიტეტი 46, ქვეკომიტეტი 9 (TC 46/SC 9).[2]

  1. Structure of the ORCID Identifier.
  2. ISNI - FAQ. ციტირების თარიღი: 19 April 2018