ქოქოსის კუნძულები
| ქოქოსის კუნძულები ინგლ. Cocos (Keeling) Islands ქოქოსური მალაი. Pulu Kokos (Keeling) მალ. Wilayah Kepulauan Cocos (Keeling) ქოქოსის კუნძულები |
||||
|---|---|---|---|---|
| დევიზი: ქოქოსური მალაი. "Maju Pulu Kita" „წინ ჩვენო კუნძულო“ |
||||
| ჰიმნი: "ინგლ. Advance Australia Fair" განვითარდი, მშვენიერო ავსტრალია |
||||
![]() |
||||
| სტატუსი | ავსტრალიის გარე ტერიტორია | |||
| დედაქალაქი | ვესტ-აილენდი 12°04′ ს. გ. 96°50′ ა. გ. / 12.067° ს. გ. 96.833° ა. გ. | |||
| უდიდესი | ბანტამი | |||
| ოფიციალური ენა | ინგლისური, ქოქოსური მალაიური | |||
| მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||
| - | მეფე | ჩარლზ III | ||
| - | გენერალ-გუბერნატორი | სამანტა მოსტინი | ||
| - | ადმინისტრაციის ხელმძღვანელი | ფარზიან ზაინალი | ||
| ფართობი | ||||
| - | სულ | 14 კმ2 | ||
| მოსახლეობა | ||||
| - | 2021 აღწერა | 593[1] | ||
| - | სიმჭიდროვე | 42,36 კაცი/კმ2 | ||
| ვალუტა | ავსტრალიური დოლარი (AUD) |
|||
| სასაათო სარტყელი | UTC+06:30 | |||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||
| სატელეფონო კოდი | +61 891 | |||
| ISO 3166 კოდი | CC | |||
| ინტერნეტ-დომენი | .cc | |||
ქოქოსის (კილინგი) კუნძულები (ინგლ. Cocos (Keeling) Islands, ქოქოსური მალაი. Pulu Kokos (Keeling), მალ. Wilayah Kepulauan Cocos (Keeling)) — მარჯნის მცირე ზომის კუნძულთა ჯგუფი (27 კუნძული) ინდოეთის ოკეანეში (სამხრეთის განედი 12°05' და აღმოსავლეთის გრძედი 96°53'). ფართობი დაახლოებით 14 კმ², მოსახლეობა 2021 წლის აღწერის მონაცემებით — 593 ადამიანი[1]. მათ შორის დაახლოებით 80 % მალაელია. ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი ვესტ-აილენდი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ კუნძულზე (West Island). ოფიციალური ენაა — ინგლისური. 65 პროცენტი მოსახლეობისა მუსულმანია[1]. ყველა ეს კუნძულები ადმინისტრაციულად წარმოადგენს ავსტრალიის გარე ტერიტორიას.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარჯნის წარმოშობის არქიპელაგი. შედგება სამხრეთი ნაწილისა და ცალკე ჩრდილოეთით მდებარე 25 კმ-ით დაშორებულ ერთადერთ დაუსახლებელ კუნძულ ჩრდილოეთ კილინგისაგან. ყველაზე მაქსიმალური წერტილია — 5 მ.
კლიმატი ნესტიანი ტროპიკული, ციკლონების სეზონია ოქტომბრიდან აპრილამდე.
სასმელი წყლის რესურსები ცოტაა, წვიმის წყალი გროვდება ბუნებრივ მიწისქვეშა რეზერვუარებში.
ჩრდილოეთ კილინგის ფართობია — დაახლოებით 1,2 კმ², ლაგუნის — დაახლოებით 0,5 კმ². ატოლი პრაქტიკულად მთლიანად კეტავს ლაგუნას ოკეანისაგან.
სამხრეთ კილინგის კუნძულები შედგება 26 პატარა კუნძულებისაგან, რომელთაგანაც მუდმივად დასახლებულია მხოლოდ ორი კუნძული — ვესტ-აილენდი და ჰოუმი. სამხრეთ კილინგის კუნძულების საერთო ფართობია — 13,1 კმ².
| № | კუნძული (ქართ.) | კუნძული (მალ.) | კუნძული (ინგლ.) | ფართობი, კმ² |
|---|---|---|---|---|
| 1 | ჰორსბურგი | Pulau Luar | Horsburgh Island | 1,04 |
| 2 | დირექშენი | Pulau Tikus | Direction Island | 0,34 |
| 3 | უორქჰაუსი | Pulau Pasir | Workhouse Island | <0,01 |
| 4 | პრისონი | Pulau Beras | Prison Island | 0,02 |
| 5 | უეპლასის კუნძულები | Pulau Gangsa | Woeplace Islets | <0,01 |
| 6 | ჰოუმი | Pulau Selma | Home Island | 0,95 |
| 7 | სკაევოლა | Pulau Ampang Kechil | Scaevola Islet | <0,01 |
| 8 | კანუი | Pulau Ampang | Canui Island | 0,06 |
| 9 | ამპანგ-მინორი | Pulau Wa-idas | Ampang Minor | 0,02 |
| 10 | გოლდუოტერი | Pulau Blekok | Goldwater Island | 0,03 |
| 11 | ტორნი | Pulau Kembang | Thorn Island | 0,04 |
| 12 | გუსბერი | Pulau Cheplok | Gooseberry Island | <0,01 |
| 13 | მაისერი | Pulau Pandan | Misery Island | 0,24 |
| 14 | გოატი | Pulau Siput | Goat Island | 0,10 |
| 15 | მიდლ-მისიონი | Pulau Jambatan | Middle Mission Isle | <0,01 |
| 16 | სამხრეთ გოატი | Pulau Labu | South Goat Island | 0,04 |
| 17 | სამხრეთი კუნძული | Pulau Atas | South Island | 3,63 |
| 18 | ჩრდილოეთ გოატი | Pulau Kelapa Satu | North Goat Island | 0,02 |
| 19 | ისტ-კეი | Pulau Blan | East Cay | 0,03 |
| 20 | ბურიალი | Pulau Blan Madar | Burial Island | 0,03 |
| 21 | ვესტ-კეი | Pulau Maria | West Cay | 0,01 |
| 22 | კილინგჰემ-ჰორნი | Pulau Kambling | Keelingham Horn Island | <0,01 |
| 23 | ვესტ-აილენდი | Pulau Panjang | West Island | 6,23 |
| 24 | ტარტლი | Pulau Wak Bangka | Turtle Island | 0,22 |
| სულ | 13,1 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულები აღმოაჩინა ინგლისელმა კაპიტანმა უილიამ კილინგმა 1609 წელს.
1825 წლის 6 დეკემბერს კუნძულებზე იმყოფებოდა ბრიტანელი კაპიტანი ჯონ კლუნიზ-როსი. 1827 წლის 27 თებერვალს მან სამხრეთ კუნძულზე დააარსა დასახლება, ხოლო 1831 წელს — იგი დაეუფლა ყველა კუნძულს, გამოაცხადა რა ისინი კლუნიზ-როსის ოჯახის ფეოდალურ საკუთრებად. 1857 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა მათი ანექსირება, ხოლო 1878 წელს გადასცა ცეილონის გუბერნატორს მმართველობაში. 1886 წლის 7 ივლისს დედოფალმა ვიქტორიამ კუნძულები გადასცა კლუნიზ-როსის ოჯახს უვადო მფლობელობაში. 1886 წელს მიაკუთვნეს კოლონია სტრეიტს სეტლმენტსს, რომელსაც შემდგომში მიუერთეს შობის კუნძულიც. სტრეიტს სეტლმენტსზე დაქვემდებარება იყო ფორმალური, ფაქტობრივად კლუნიზ-როსის ოჯახი მართავდა კუნძულებს თავისი შეხედულებისამებრ და 1887 წლიდან 1978 წლამდე გამოსცემდა საკუთარ ვალუტას — ქოქოსის კუნძულების რუპიას.
1955 წლის 23 ნოემბერს მმართველობაში გადაეცა ავსტრალიას. 1978 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიის მთავრობამ გამოისყიდა კლუნიზ-როსის ოჯახის შთამომავლისაგან პრაქტიკულად ყველა მიწა, ხოლო დანარჩენი გამოსყიდულ იქნა 1986 წელს. 1984 წლის 6 აპრილს ჩატარდა რეფერენდუმი კუნძულების თვითგამორკვევის შესახებ. მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ავსტრალიასთან კავშირის შენარჩუნებას[2].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე დიდ კუნძულზე — ვესტ-აილენდზე — მდებარეობს აეროპორტი (ემსახურება ტრასას ავსტრალია — ევროპა) და ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — აეროპორტის მომსახურება, ქოქოსის პალმის მოპოვება და კოპრის წარმოება. ბოლო დროს ვითარდება ტურიზმი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქსე, ტ. 10, გვ. 552, თბ., 1986
| |||||||||||||||||||||||||||||||

