შიო III
| უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III | |||
| |||
|---|---|---|---|
| 11 მაისი, 2026-დან | |||
| არჩევა: | 11 მაისი, 2026 | ||
| ინტრონიზაცია: | 12 მაისი, 2026 | ||
| ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
| წინამორბედი: | ილია II | ||
| განათლება: | თბილისის კონსერვატორია, ბათუმის სასულიერო სემინარია, მოსკოვის სასულიერო აკადემია | ||
| სამეცნიერო ხარისხი: | ღვთისმეტყველების დოქტორი | ||
| დაბადების სახელი: | ელიზბარ მუჯირი | ||
| დაბადება: | 1 თებერვალი, 1969 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ | ||
| მამა: | თეიმურაზ მუჯირი | ||
| დედა: | ნანა ქურდიანი | ||
| ბერად აღკვეცა: | 5 თებერვალი, 1993 | ||
| დიაკვნად კურთხევა: | 19 აგვისტო, 1995 | ||
| მღვდლად კურთხევა: | 6 მაისი, 1996 | ||
| ეპისკოპოსად კურთხევა: | 7 სექტემბერი, 2003 | ||
| მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 20 სექტემბერი, 2009 | ||
| მიტროპოლიტობა ებოძა: | 2 აგვისტო, 2010 | ||
| ხელმოწერა: | |||
შიო III (ერისკაცობაში — ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი; დ. 1 თებერვალი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ) — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2026 წლის 12 მაისიდან. 2003 წლიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოების მმართველი მღვდელმთავარი, 2017 წლიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრე. ანგელოზის დღე — ყველიერის ხუთშაბათი (ღირსი შიო მღვიმელის ხსენება).
ბიოგრაფია
მიტროპოლიტი შიო დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1993 წლის 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წელს დიაკვანი გახდა. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.
2015 წლის 16 დეკემბერს მიტროპოლიტმა შიომ დაიცვა დისერტაცია მოსკოვის წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, თემაზე „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.
2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.[1]
2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
2026 წლის 28 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მეუფე შიო პატრიარქობის 3 კანდიდატს შორის დაასახელა.[2]
2026 წლის 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად აირჩიეს.[3]
2026 წლის 12 მაისს სვეტიცხოვლის ტაძარში შიო III პატრიარქად აღსაყდრდა.[4]
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.), თბ., 2017, გვ. 615
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ „ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა“. პირველი არხი. 23 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ „სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან“. ინტერპრესნიუსი. 28 აპრილი, 2026. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ „საქართველოს პატრიარქად მოსაყდრე შიო აირჩიეს“. რადიო თავისუფლება. 11 მაისი, 2026. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2026. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ „შიო III საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა“. GHN. 12 მაისი, 2026. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2026. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება)
| ||||||||
| |||||||
| ||||||||||
