შინაარსზე გადასვლა

ანდრეს დე სანტა-კრუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეს დე სანტა-კრუსი
ანდრეს დე სანტა-კრუსი
პერუს მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი 1827  9 ივნისი 1827
წინამორბედისიმონ ბოლივარი
მემკვიდრემანუელ სალაზარ ი ბაკიხანო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აგვისტო 1836  25 აგვისტო 1838
წინამორბედიფელიპე სანტიაგო სალავერი
მემკვიდრეაგუსტინ გამარა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მაისი 1829  20 იანვარი 1839
წინამორბედიხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო
მემკვიდრეხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ოქტომბერი 1836  20 იანვარი 1839

დაბადებული5 დეკემბერი 1792
ლა-პასი ბოლივია
გარდაცვლილი25 სექტემბერი 1865
სენ-ნაზერი საფრანგეთი
მეუღლეფრანცისკა სერნადასი

ანდრეს დე სანტა-კრუსი (ესპ. Andrés de Santa Cruz, 5 დეკემბერი, 1792, ლა-პასი, ბოლივია25 სექტემბერი 1865, სენ-ნაზერი, საფრანგეთი) - სამხრეთ ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ბოლივიისა და პერუს პრეზიდენტი, ესპანეთის სამეფოს არმიის პოლკოვნიკი, მარშალი.

ანდრეს დე სანტა-კრუსი დაიბადა 1792 წლის 5 დეკემბერს ლა-პასში, მდიდარი მემამულის ოჯახში. მამამისი ესპანელი იყო, ხოლო დედა - ინდიელი. განათლება მიიღო ლა-პასის დედათა მონასტერში, შემდეგ სწავლობდა ქალაქ კუსკოს სემინარიაში. 1809 წელს მიატოვა სასწავლებელი და დაბრუნდა ლა-პასში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამამისმა მოაწყო ესპანეთის არმიის დრაგუნთა პოლკში. 1820 წელს შეუერთდა ამერიკაში ესპანეთის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს. იბრძოდა ხოსე სან-მარტინისა და სიმონ ბოლივარის არმიებში. 1821 წლის 17 თებერვალს, როდესაც სიმონ ბოლივარი გახდა პერუს პრეზიდენტი, ანდრეს სანტა-კრუსი შეუერთდა მის არმიას და გახდა პერუს დივიზიონის შტაბის მეთაური. 1827 წლის 27 იანვარს სიმონ ბოლივარის კოლუმბიაში გადასვლის შემდეგ კი გახდა პერუს მეშვიდე პრეზიდენტი.

Image
პერუსა და ბოლივიის კონფედერაციის დროშა

1829-1839 წლებში სანტა-კრუსი ბოლივიის პრეზიდენტია. 1836-1839 წლებში კი თავი პერუ-ბოლივიის კონფედერაციის პროტექტორად გამოაცხადა. კონფედერაციის წინააღმდეგ ჩილეს შეიარაღებული გამოსვლის შემდეგ კონფედერაცია დაიშალა. 1843 წელს ანდრეს სანტა-კრუსი კვლავ შეეცადა ხელში ჩაეგდო ძალაუფლება, მაგრამ დამარცხდა და საფრანგეთში გადასახლდა სადაც გარდაიცვალა კიდეც 1865 წელს 72 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო
ბოლივიის პრეზიდენტი
1829-1839
შემდეგი:
ხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო