ბარბადოსი
| ბარბადოსი |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
| დევიზი: ინგლ. Pride and Industry „სიამაყე და შრომისმოყვარეობა“ |
||||||
| ჰიმნი: ინგლ. In Plenty and In Time of Need "საკმარისობაში და საჭიროების დროს" |
||||||
| დედაქალაქი და | ბრიჯტაუნი 13°10′ ჩ. გ. 59°32′ დ. გ. / 13.167° ჩ. გ. 59.533° დ. გ. | |||||
| ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
| - | პრეზიდენტი | სანდრა მეისონი | ||||
| - | პრ.-მინისტრი | მია მოტლი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 431 კმ2 (199-ე) | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2023 შეფასება | 281 998[1] (174-ე) | ||||
| - | 2021 აღწერა | 269 090[2] | ||||
| - | სიმჭიდროვე | 660 კაცი/კმ2 (მე-17) | ||||
| მშპ (მუპ) | 2006 შეფასება | |||||
| - | სულ | $4.9 მილიარდი (149-ე) | ||||
| - | ერთ სულ მოსახლეზე | $17 610 (39-ე) | ||||
| აგი (2007) | 0.892 ძალიან მაღალი · 31-ე |
|||||
| ვალუტა | ბარბადოსის დოლარი (BBD) |
|||||
| სასაათო სარტყელი | UTC-04:00 | |||||
| თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
| სატელეფონო კოდი | 1 (246) | |||||
| ISO 3166 კოდი | BRB | |||||
| ინტერნეტ-დომენი | .bb | |||||
ბარბადოსი (ინგლ. Barbados) — სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კუნძულ ბარბადოსზე (მცირე ანტილის კუნძულთა ჯგუფი). შედის ერთა თანამეგობრობაში. ფართობი 430 კმ². მოსახლეობა — 269 090 კაცი (2021 წელი), უმთავრესად შავკანიანები. დედაქალაქი და მთავარი ნავსადგური — ბრიჯტაუნი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია (ანგლიკანური ეკლესია). სახელმწიფო ენა — ინგლისური. ეროვნული დღესასწაული 30 ნოემბერი — დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე (1966 წ.). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეული — ბარბადოსის დოლარი.
XIII საუკუნიდან თანამედროვე ქვეყნის ტერიტორიაზე კარიბები და ინდიელები ცხოვრობდნენ. XV საუკუნის ბოლოს ბარბადოსს ესპანელი მეზღვაურები ესტუმრნენ და ტერიტორიას ესპანეთის მეფის საკუთრება უწოდეს. ბარბადოსი ესპანურ რუკებზე პირველად 1511 წლს გამოჩნდა.[3] პორტუგალიის იმპერიამ კუნძული 1532 და 1536 წლებში დაიპყრო, მაგრამ მოგვიანებით 1620 წელს ის მიატოვეს. ინგლისური გემი ზეთისხილის ყვავილობა ბარბადოსზე 1625 წლის 14 მაისს ჩავიდა და კუნძული მეფე ჯეიმზ I-ის სახელით დაიპყრო. 1627 წელს კუნძულებზე ინგლისიდან დევნილები ჩავიდნენ. ბარბადოსი გახდა ინგლისისა და მოგვიანებით ბრიტანეთის კოლონია. კუნძული იქცა აფრიკელი მონებით ვაჭრობის ინგლისურ ცენტრად, სანამ ვაჭრობა არ აიკრძალებოდა 1807 წელს, ბარბადოსში მონებით ვაჭრობა საბოლოოდ 1833 წლამდე გაგრძელდა.
1966 წლის 30 ნოემბერს ბარბადოსი დამოუკიდებელი და თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო გახდა. ქვეყნის დედოფლის წოდება ელისაბედ II-მ მიიღო.[4] მოსახლეობის რაოდენობა 287 010 ადამიანია, რომელთა უმეტესობაც აფრიკული წარმოშობისაა. ბარბადოსი კარიბის ზღვის ნაწილად ითვლება, სადაც ის წამყვანი ტურისტული ადგილის პოზიციას იკავებს. ტურისტების, 40 % დიდი ბრიტანეთიდანა, ასევე ტურისტების დიდი ნაწილი ჩადის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადადან.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი ბარბადოსი პორტუგალიური ტერმინისგან os barbudos ან ესპანურიდან los barbudos-დან მოდის. ორვე მათგანი ითარგმნება, როგორც ,,წვერიანი. გაურკვეველია რას უნდა ნიშნავდეს ეს ტერმინი. ზოგი ფიქრობს, რომ ტერმინი დაკავშირებულია უძველეს ტომებთან, რომლებიც დღეს კუნძულზე აღარ ცხოვრობენ. ზოგი ფიქრობს რომ ტერმინი ზღვის ქაფის მიერ წარმოქმნილი წვერის შთაბეჭდილებითაა, რომელთა ხილვაც მოშორებულ რიფებზეა შესაძლებელი. 1519 წლის რუკაზე, რომელიც გენუელი კარტოგრაფის, ვისკონტე მაგიოლოს მიერაა შექმნილი კუნძულის სახელად ბარბადოსი იყო ნახსენები. ნავარაუდევია ისიც, რომ კუნძულ ბარბუდას სახელიც სწორედ ამ ტერმინისგან წარმოიშვა.
კოლუმბამდელ ეპოქაში კუნძულს იჩიროუგანაიმ ერქვა. ადგილობრივ რაიონებში მკვიდრი არავაკულ ენებზე მოსაუბრე ტომების შთამომავლების ცნობების თანახმად კუნძულის ძველი სახელი შეიძლება ითარგმნოს, როგორც "წითელი მიწა თეთრი კბილებით".
ბარბადოსის მოსახლეობა კუნძულს ,,ბიმს ან ,,ბიმშერს უწოდებს. ამ ტერმინების წარმომავლობაც გაურკვეველია. ერთ-ერთ ვერსიას ბარბადოსის კულტურული ფონდის ვერსია წარმოადგენს, რომლის მონაცემებით ,,ბიმ გამოყენებული იყო ტყვეების მიერ და მომდინარეობდა იგბოური სიტყვიდან bém, რომელიც ითარგმნება, როგორც ,,ჩემი სახლი, მშობლიური, კეთილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლუმბამდელი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ კუნძულზე პირველი დასახლებები არსებობდა ძვ. წ. 1600 წელს.[5] ბარბადოსში მუდმივი დასახლება IV-VII საუკუნეებში უნდა ჩამოყალიბებულიყო, სადაც უნდა ეცხოვრათ სალადოიდებს. არავაკები სამხრეთ ამერიკიდან კუნძულზე 800-1200 წლებში უნდა ჩასახლებულიყვნენ, ხოლო კარიბები სამხრეთ ამერიკიდან კუნძულზე ასევე გადავიდნენ XII-XIII საუკუნეებში.
ევროპელების გამოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გაურკვეველია რომელმა ევროპელმა ერმა მიაღწია პირველმა კუნძულამდე. ეს სავარაუდოდ XV-XVI საუკუნეებში უნდა მომხდარიყო. თუ ერთ, ნაკლებად ცნობილ წყაროს ვენდობით, კუნძულამდე პირველი ესპანელები უნდა მოსულიყვნენ. ბევრი თვლის, რომ ბარბადოსზე ბრაზილიისკენ მიმავალი პორტუგალიელები უნდა შეჩერებულიყვნენ.[6]
ინგლისური დასახლებები 1600-იან წლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველმა ინგლისურმა ხომალდმა ბარბადოსს 1625 წლის 14 მაისს მიაღწია კაპიტან ჯონ პაველის მეთაურობით. პირველი დასახლება 1627 წლის 17 თებერვალს შეიქმნა თანამედროვე ჰოლთაუნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯგუფის მეთაურის ჯონ პაველის უმცროსმა ძმამ, ჰენრიმ, ადგილზე 80 ადამიანი დაასახლა. ამ ადამიანებს შორის აფრიკული წარმოშობის ხალხიც იყვნენ, რომლებიც ბარბადოსის პირველ ევროპულ მოსახლეობას წარმოადგენს.
ინგლისის სამოქალაქო ომის გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით ამავე დროს, სამი სამეფოს ომები ბარბადოსში და ბარბადოსის ტერიტორიულ წყლებში გაფართოვდა. ბარბადოსი ამ ომებში არ მონაწილეობდა მანამ, სანამ ჩარლზ I სიკვდილით არ დასაჯეს. ამ ფაქტის შემდეგ კუნძულის მთავრობა როიალისტებს დაემორჩილა.
ირლანდიელები ბარბადოსში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარბადოსის მოსახლეობაში თეთრკანიანთა რიცხვი ირლანდიელების ხარჯზე გაიზარდა, რომლებიც ირლანდიიდან სამუშაოდ გადმოჰყავდათ. ბარბადოსში ირლანდიელ მსახურებს ხშირად ცუდად ეპყრობოდნენ, რითაც ბარბადოსელმა პლანტატორებმა სასტიკი ხალხის რეპუტაცია მოიპოვეს. არასაკმარისი ისტორიული ჩანაწერის გამო, ბარბადოსში გაგზავნილი ირლანდიელი მუშების საერთო რაოდენობა უცნობია და შეფასებები "უაღრესად სადავოა". ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მონაცემებით ბარბადოსში ან ვირჯინიაში 50 000 ირლანდიელი გადაიყვანეს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი ძალიან გადაჭარბებულია.
ისტორიკოსი თომას ბართლის მიხედვით 10 000 ირლანდიელი დასავლეთ ინდოეთში გაგზავნეს, ხოლო 40 000 ქვეყანაში ნებაყოფლობით მოსამსახურედ დარჩა.
შაქრის რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შაქრის ლერწმის შემოტანამ ჰოლანდიური ბრაზილიიდან 1640 წელს ბარბადოსის საზოგადოება, კულტურა, ეკონომიკა და ფიზიკური ლანდშაფტი შეცვალა. შაქრის პლანტაციები დიდ შრომას და ინვესტიციას მოითხოვდა და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა ქვეყანაში ევროპელი მოსახლეობის რიცხვი. 1644 წელს ბარბადოსის მოსახლეობამ 30 000-ს მიაღწია, რომელთაგან 800 აფრიკული წარმოშობის იყო, დანარჩენები - კი უმეტესად ინგლისური წარმოშობის. ინგლისელ მცირე მფლობელბს გაშენებული ჰქონდათ შაქრის პლანტაციები სადაც აფრიკული წარმოშობის ხალხს იძულებით ამუშავებდენ.

1660 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას შავკანიანი მოსახლეობა შეადგენდა. კუნძულის მოსახლეობა 27 000 შავკანიანი და 26 000 თეთრკანიანი იყო. 1666 წლისთვის 12 000-მა ბრიტანული წარმოშობის პლანტატორმა გაყიდა პლანტაციები ან კუნძულიდან გაიქცა. შესაბამისად კუნძულის კანონიერ მოსახლეობად შავკანიანი მოსახლეობა დარჩა.
1680 წლისთვის კუნძულზე 20 000 თეთრკანიანი და 46 000 ტყვეობიდან გათავისუფლებული შავკანიანი ცხოვრობდა. 1724 წლისთვის ეს რიცხვი შეიცვალა და ტერიტორიაზე 18 000 თეთრკანიანი და 55 000 აფრიკული წარმოშობის ხალხი ცხოვრობდა.
დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ბარბადოსში სრული შიდა თვითმმართველობა 1961 წელს ამოქმედდა. ბარბადოსი 1958–62 წლებში შეუერთდა ვესტ-ინდოეთის ფედერაციას, თუმცა სახელმწიფომ დიდხანს ვერ იარსება. 1966 წლის 30 ნოემბერს ბარბადოსმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეროუ ბაროუ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა. ბარბადოსმა გადაწყვიტა დარჩენილიყო თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოდ და ქვეყნის დედოფლად ელისაბედ II გამოაცხადა, რომელიც ქვეყანაში გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი.

ბაროუს მთავრობა ეკონომიკური მრავალფეროვნების, ტურიზმის სექტორის გაძლიერებას აქცევდა ყურადღებას, მაგრამ სოფლის მეურნეობისგან შორს იყო. 1976 წლის არჩევნების შედეგად ტომ ადამსმა ბაროუ დაამარცხა და ქვეყნის მმართველი გახდა. ადამსმა მიიღო უფრო კონსერვატიული და მკაცრად პროდასავლური პოზიცია, რაც ამერიკელებმა ბოროტად გამოიყენეს და1983 წელს გრენადაზე შეჭრისათვის ბაზა ბარბადოსზე განალაგეს.[7]
1835 წელს ადამსი ოფისში გარდაიცვალა და ის ჰაროლდ ბერნარდ სენტ ჯონმა ჩაანაცვლა. 1986 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში კვლაბ ეროუ ბაროუ დაბრუნდა, რომელიც ამერიკის საქციელს მკაცრად აკრიტიკებდა. ბაროუც ოფისში გარდაიცვალა და ის ლოიდ ერსკინე სენდიფორდმა ჩაანაცვლა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1994 წლამდე იკავებდა.
2018 წლის არჩევნების შედეგად ბარბადოსის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრი ქალი, მია მოტლი გახდა.
რესპუბლიკური მმართველობის ფორმაზე გადასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის 15 სექტემბერს ბარბადოსის მთავრობამ განაცხადა, რომ მას 2021 წლის 30 ნოემბრიდან, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავს წარმოადგენს, განზრახული აქვს ქვეყნის რესპუბლიკური მმართველობის ფორმაზე გადასვლა, რასაც მოყვებოდა მონარქის პოსტის ნაცვლად პრეზიდენტის პოსტის შემოღება, რომელსაც აირჩევდა ამომრჩეველთა კოლეგია.[8][9] მაშინ ბარბადოსი ვეღარ იქნებოდა თანამეგობრობის სამეფოების წევრი, მაგრამ შეეძლო შეენარჩუნებინა ერთა თანამეგობრობის წევრობა, როგორც გაიანამ და ტრინიდადმა და ტობაგომ.[10][11][12][13]
მმართველობის რესპუბლიკურ ფორმაზე გადასვლის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, 2021 წლის 20 სექტემბერს, ბარბადოსის პარლამენტში შეტანილი იქნა კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილების შესახებ. 6 ოქტომბერს მიღებულმა კანონპროექტმა შეიტანა ცვლილება ქვეყნის კონსტიტუციაში და დააწესა ბარბადოსის პრეზიდენტის პოსტი, რომელიც შეცვლის ელისაბედ II-ს, როგორც ბარბადოსის დედოფალს. [14] შემდეგ კვირას, 2021 წლის 12 ოქტომბერს, ბარბადოსის მოქმედი გენერალ-გუბერნატორი სანდრა მეისონი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ლიდერმა ერთობლივად წარადგინა ბარბადოსის პირველი პრეზიდენტის კანდიდატის პოსტზე[15] და შემდგომში, 20 ოქტომბერს, არჩეულ იქნა პრეზიდენტად.[16] მეისონი ახალ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა 2021 წლის 30 ნოემბერს.[17] ბარბადოსის მაშინდელი ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი ბარბადოსის მთავრობის მოწვევით ბრიჯთაუნში ესწრებოდა პრეზიდენტის ფიცის მიღების ცერემონიას.[18]
დედოფალმა ელისაბედ II-მ პრეზიდენტ მეისონს და ბარბადოსელ ხალხს გაუგზავნა მისალოცი მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ამ მნიშვნელოვან დღეს მე გადმოგცემთ თქვენ და ყველა ბარბადოსელს ჩემ ყველაზე თბილ სურვილებს, რომ მომავალში გქონდეთ ბედნიერება, მშვიდობა და აყვავება“.[19]
2021 წლის 23 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 34 % თანახმაა რესპუბლიკური მართვის ფორმაზე გადასვლაზე, ხოლო 30 %-ს არ აინტერესებს ეს პროცესი. საგულისყუროა, რომ გამოკითხვის შედეგებმა ვერ გამოავლინა რომელიმე მიმართულების აბსოლუტური უმრავლესობა: 24 %-მა არ დააფიქსირა საკუთარი აზრი, ხოლო დანარჩენი 12 % კი წინააღმდეგი იყო დედოფალ ელისაბედ II-ის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით.[20][21]
2022 წლის 20 ივნისს ჩამოყალიბდა კონსტიტუციის გადახედვის კომისია, სადაც ფიცი დადო ჯეფრი გიბსონმა (რომელიც მაშინ დროებით ასრულებდა ბარბადოსის პრეზიდენტის მოვალეობას) ბარბადოსის კონსტიტუციის შესაცვლელად.[22]
კომისიას მუშაობის დასამთავრებლად მიეცა 15 თვიანი ვადა, რომელიც მოიცავდა საზოგადოებასთან კონსულტაციებს ახალი რესპუბლიკის მიმართებაში და კონსტიტუციის მუხლების ჩამოყალიბებას.[23] შედეგად კონსტიტუციის გადახედვის კომისიამ საზოგადოებებთან ჩაატარა რამდენიმე ღია შეხვედრები, ლექციები და განხილვები სოციალურ აუდიოპლატფორმაზე.[24] გამოცხადდა, რომ ანგარიშის წარდგენა გადაიდო 2023 წლის აგვისტომდე,[25] ხოლო საბოლოო ანგარიში წარმოდგენილი იქნება 2024 წლის 30 ივნისს.[26]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბარბადოსი ატლანტის ოკეანეში, კარიბებიდან ოდნავ აღმოსავლეთით მდებარეობს. კუნძული ცენტრალურ ნაწილში მეტად გორაკოვანია. უმაღლს მწვერვალს მთა ჰოლაბი წარმოადგენს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 340 მ-ია.[27]
წმინდა მიქელის რეგიონში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი ბრიჯტაუნი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ჰოულთაუნი, სენტ-ჯეიმზი, ოისტინი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარბადოსის სტატისტიკური სამსახურის მიერ ჩატარებული 2010 წლის ეროვნული აღწერის თანახმად, ქვეყანაში 277 821 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 144 803 ქალია, ხოლო 133 018 კაცი.
2019 წლის მდგომარეობით ბარბადოსელების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 79 წელია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებისთვის 83 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის 78 წელი.[28] აღსანიშნავია ისიც, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი ბარბადოსში და იაპონიაში ცხოვრობს.[29]
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარბადოსელთა 90 %-ზე მეტი აფრო-კარიბული და შერეული წარმოშობისაა. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ევროპელებია, უმეტესად დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან. ასევე არიან აზიელები, ძირითადად ჩინელები და ინდოელები (ინდუსებიც და მუსლიმებიც). ადგილობრივები ერთმანეთს ,,კუნძულის შვილებს ეძახიან.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარბადოსის ოფიციალური ენა ინგლისურია და ის გამოიყენება კომუნიკაციისათვის, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი მომსახურებისთვის.
კუნძულზე ასევე არის ინგლისურზე დაფუძნებული კრეოლური ენა, რომელსაც ბარბადოსელები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. ეს ენა სრულიად განსხვავდება კუნძულის ინგლისური ენისაგან. ბაჯანს (ბარბადოსული კრეოლს) განსხვავებული ლექსიკონი და იდიომები აქვს, რაც ინგლისურენოვანი მოსაუბრისათვის სრულიად გაუგებარია.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბარბადოსელების უმეტესობა (95 %) ქრისტიანია. რომელთაგან 40 % ანგლიკანიზმის მიმდევრები არიან. ასევე ცხოვრობენ კათოლიციზმის, ორმოცდაათიანელობა, მეშვიდე დღის ადვენტისტული ეკლესიის წარმომადგენლები და იეჰოვას მოწმეები.
ბარბადოსში სხვა რელიგიებიდან წარმოდგენილია: ინდუიზმი, ისლამი, ბაჰაიზმი და იუდაიზმი.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბადოსი ადმინისტრაციულად დაყოფილია 11 სამრევლოდ:
| № | სამრევლო | ადმ. ცენტრი | ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (ად. 2010 წ.) |
სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | ქრაის ჩერჩი | ოისტინსი | 57 | 54 336 | 953,3 |
| 2 | სენტ ანდრიუ | გრინლენდი | 36 | 5139 | 142,8 |
| 3 | სენტ ჯორჯი | ბულკელი | 44 | 19 767 | 449,3 |
| 4 | სენტ ჯეიმზი | ჰოლთაუნი | 31 | 28 498 | 919,3 |
| 5 | სენტ ჯონი | ბლექმენსი | 34 | 8963 | 263,6 |
| 6 | სენტ ჯოზეფი | ბატშება | 26 | 6620 | 254,6 |
| 7 | სენტ ლუსი | ჩეკერ-ჰოლი | 36 | 9758 | 271,1 |
| 8 | სენტ მაიკლი | ბრიჯტაუნი | 39 | 88 529 | 2270,0 |
| 9 | სენტ პეტერი | სპეიტსთაუნი | 34 | 11 300 | 332,4 |
| 10 | სენტ ფილიპი | ქრანი | 60 | 30 662 | 511,0 |
| 11 | სენტ თომასი | ველჩმან-ჰოლი | 34 | 14 249 | 419,1 |
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბარბადოსი არის დასავლეთ აფრიკის, პორტუგალიის, კრეოლური, ინდური და ბრიტანული კულტურების ნაზავი. ბარბადოსელ მოქალაქეებს ადგილობრივ ენაზე ეწოდება ბაჯაები.
ქვეყანაში კარნავალის მსგავსი ყველაზე დიდი ღონისძიება ქროფ ოვერის ფესტივალია, რომელიც 1974 წელს დაარსდა. ისევე როგორც კარიბებისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში კარნავალი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს. კუნძულზე ათასობით ტურისტი ჩადის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალი მოიცავს მუსიკალურ შეჯიბრებებსა და სხვა ტრადიციულ აქტივობებს. ის ქალი და მამაკაცი, რომელიც ყველაზე მეტ შაქარს მიიღებს მოსავლის მეფე-დედოფლის გვირგვინით ჯილდოვდება.[30] ქროფ ოვერი ივლისის დასაწყისში იწყება და კადუმენტის დღეს მასშტაბური კოსტუმირებული მსვლელობით მთავრდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- Government of Barbados Official Information Service
- Official webpage of Queen Elizabeth II as Queen of Barbados
- Parliament of Barbados official website
- Barbados Tourism Authority—The Ministry of Tourism
- Central Bank of Barbados website
- Barbados Chamber of Commerce & Industry (BCC&I)
- Barbados Investment and Development Corporation დაარქივებული 2005-11-05 საიტზე Wayback Machine.
- Barbados Maritime Ship Registry
- Barbados Museum & Historical Society დაარქივებული 5 May 2010 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Our World in Data. ციტირების თარიღი: 11 January 2024
- ↑ 2021 Population and Housing Census Report – August 1, 2021. Barbados Statistical Service (June 2023).
- ↑ The Early Spanish Main. ციტირების თარიღი: 2025-08-09
- ↑
- ↑
- ↑
- ↑
- ↑ Yasharoff, Hannah. (16 September 2020) Barbados announces plan to remove Queen Elizabeth as head of state next year. ციტირების თარიღი: 16 September 2020
- ↑ Barbados elects first president, replacing UK Queen as head of state (22 October 2021). ციტირების თარიღი: 23 October 2021
- ↑ Team, Caribbean Lifestyle Editorial. (15 September 2020) Barbados to become an Independent Republic in 2021. ციტირების თარიღი: 15 September 2020
- ↑ Speare-Cole, Rebecca. (16 September 2020) Barbados to remove Queen as head of state by November 2021. ციტირების თარიღი: 16 September 2020
- ↑ Madden, Marlon, ed. (17 September 2020). „Wickham predicts Barbados' republic model to mirror Trinidad's“. Top Featured Article. Barbados Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 August 2021. ციტირების თარიღი: 4 June 2021. ციტატა: „As Barbados prepares to ditch the Queen as its Head of State and become a republic, a prominent political scientist is predicting that Prime Minister Mia Mottley will follow the Trinidad and Tobago model. What's more, Peter Wickham has shot down any idea of the Barbados Labour Party administration holding a referendum on the matter, saying that to do so would be a 'mistake'. 'There is no need to and I don't think it makes a lot of sense. We had a situation where since 1999 this [political party] indicated its desire to go in the direction of a republic. The Opposition has always supported it ... So, I think there is enough cohesion in that regard to go with it,' he said.“
- ↑ „Barbados to remove Queen Elizabeth as head of state“. BBC News. 16 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 March 2021. ციტირების თარიღი: 18 March 2021.
- ↑ Barbados Parliament Bills Archive. ციტირების თარიღი: 8 October 2021
- ↑ Letter to the Speaker RE Nomination of Her Excellency Dame Sandra Mason as 1st President of Barbados. Parliament of Barbados (12 October 2021). ციტირების თარიღი: 16 October 2021
- ↑ Paterson, Kirsteen. (20 October 2021) Barbados just appointed its first president as it becomes a republic. The National. ციტირების თარიღი: 21 October 2021
- ↑ In Barbados, parliament votes to amend constitution, paving the way to republican status. ConstitutionNet (30 September 2021). ციტირების თარიღი: 9 October 2021
- ↑ „Barbados becomes a republic and parts ways with the Queen“. BBC News. 30 November 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 November 2021. ციტირების თარიღი: 10 May 2023.
- ↑ A message from The Queen to the President and people of Barbados (30 November 2021). ციტირების თარიღი: 30 November 2021
- ↑ Survey shows support for republic (21 December 2021). ციტირების თარიღი: 22 December 2021
- ↑ Brathwaithe, Sheria. (20 December 2021) UWI poll: Republic preferred option. ციტირების თარიღი: 22 December 2021
- ↑ Members of Constitutional Review Commission sworn in (20 June 2022). ციტირების თარიღი: 21 June 2022
- ↑ Barrow-Giles, Cynthia; Yearwood, Rico. The Constitutional Reform Commission of Barbados: Much Expectation, Great Skepticism. ConstitutionNet (12 August 2022).
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Public Meetings. Constitutional Reform Commission (15 January 2024). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2025
- ↑ Joseph, Emmanuel. (23 August 2023) Report of Constitutional Reform Commission delayed until 2024. Barbados Today.
- ↑ Constitutional Reform Commission gets another extension. Barbados Today (26 April 2024).
- ↑
- ↑ დაარქივებული 2016-02-14 საიტზე Wayback Machine.
- ↑
- ↑
| |||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
| |||||

